ჩვენს ქვეყანას ერთი დიდი "ტიტუშკა" მართავს - თეკო ჩუბინიძე

21.01.25 17:24
ჩვენს ქვეყანას ერთი დიდი "ტიტუშკა" მართავს - თეკო ჩუბინიძე

ჩვენს ქვეყანას ერთი დიდი "ტიტუშკა" მართავს - ამის სესახებ "პირველებთან" მსახიობმა, თეკო ჩუბინიძემ განაცხადა, რომელიც ამ წუთებში ბაჩო ქაჯაიას მხარდასაჭერად საქალაქო სასამართლოში იმყოფება.

ჩუბინიძე ამბობს, რომ ის ბრალი, რასაც გამოძიება ბაჩო ქაჯაიას ედავებიან, შეთითხნილია და სასამართლოს ობიექტურობის იმედიც არ აქვს. 

დიდი ტიტუშკობაა დღეს ქვეყანაში. ერთი დიდი ტიტუშკა მართავს ქვეყანას, რომელიც ჰყავს თავისი ტიტუშკა პრეზიდენტი. პოლიცია მხარეა, მოსამართლეები მოსყიდულები არიან. რეალურად, დღეს ჩვენც, სასამართლოში არ ველით, რომ რაიმე ჩვენს სასარგებლოდ გადაწყდება, იმიტომ, რომ ყველაფერი არის შეთითხნილი. ერთადერთი, რისი იმედიც გვაქვს, ჩვენ ბოლომდე გავიტანთ ჩვენს სიმართლეს, ვიბრძლებთ ბოლომდე, იმიტომ, რომ ჩვენი ადგილი არის ევროპაში", - ამბობს ჩუბინიძე. 

მოსამართლე ნინო ენუქიძე მსახიობის და "ტვ პირველის" წამყვანის, ბაჩო ქაჯაიას საქმის განხილვას წუთი-წუთზე დაიწყებს. პროევროპული დემონსტრაციების მონაწილე მსახიობს აქციაზე დგომისა და გზის გადაკეტვის ბრალდებით ასამართლებენ. 

მსგავსი სიახლეები