თურქი ხალხის გვერდით ვარ ამ მძიმე წუთებში - პრეზიდენტი ზურაბიშვილი

21.01.25 17:52
თურქი ხალხის გვერდით ვარ ამ მძიმე წუთებში - პრეზიდენტი ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი თურქეთში ხანძრის შედეგად დაღუპილთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს. 

განცხადება ზურაბიშვილმა X-ზე გაავრცელა. 

ძალიან დამწუხრებული ვარ თურქეთის ქალაქ ბოლუში მომხდარი ტრაგიკული ხანძრის გამო, რომელმაც ამდენი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ჩემი გულწრფელი სამძიმარი გამოვთქვა დაღუპულთა ოჯახებს და ჩემი აზრები თურქ ხალხს გვერდით ვარ ამ მძიმე დროს. საქართველო სოლიდარულია ჩვენს მეზობლებთან"- წერს ზურაბიშვილი. 

თურქეთში, ანკარაში, სამთო კურორტზე სასტუმროში გაჩენილ ხანძრს სულ მცირე 10 ადამიანი ემსხვერპლა. 

მედიის ინფორმაციით, 32 პირი საავადმყოფოშია მოთავსებული. 

 

მსგავსი სიახლეები