მსახიობ ბაჩო ქაჯაიას საქმეზე გადაწყვეტილება 23 იანვარს გამოცხადდება

21.01.25 18:53
მსახიობ ბაჩო ქაჯაიას საქმეზე გადაწყვეტილება 23 იანვარს გამოცხადდება

მსახიობის, ბაჩო ქაჯაიას საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილებას 23 იანვარს, 17:00 საათზე გამოაცხადებს.

საქმეს მოსამართლე ნინო ენუქიძე განიხილავდა.

ბაჩო ქაჯაიას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებიან.

კერძოდ კი იმას, რომ ის 9 იანვარს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა და გზა ხელოვნურად იმ დროს გადაკეტა, როცა ამისთვის ადამიანების საკმარისი რაოდენობა არ იყო.

მსგავსი სიახლეები