23 იანვრიდან ქვეყანაში ახალი პროტესტი იწყება-ხელოვანები მოქმედებაზე გადადიან

21.01.25 20:57
23 იანვრიდან ქვეყანაში ახალი პროტესტი იწყება-ხელოვანები მოქმედებაზე გადადიან

23 იანვრიდან ქვეყანაში ხელოვანების კიდევ უფრო მძაფრი პროტესტი იწყება.  ახალი თეატრის დასის და თეატრელების მიერ ხელისულებისთვის წაყენებული ულტიმატუმის ვადა 20 იანვარს ამოიწურა. 

ვასო  აბაშიძის სახელობის ახალმა თეატრმა დაანონსა, რომ  23 იანვარს ხალხს საპროტესტო მანიფესტზე ელოდება. რეჟისორები და მსახიობები სცენის ნაცვლად ქუჩაში გამოვლენ. რა იქნება უკვე იქ, ეს ჯერ მხოლოდ რეჟისორმა იცის. 

საპროტესტო მანიფესტი  უკვე მზად არის, სადაც გაწერილია წინააღმდეგობის მეთოდები, რომლითაც პოლიტპატიმრების გათავისუფლების და ახალი  არჩევნების ჩატარების მოთხოვნით, ბრძოლა არ გაჩერდება.  

პროტესტის მონაწელე ასობით მსახიობი, სცენას არ უბრუნდება და გაფიცვის რეჟიმშია, ასეთი მასშტაბური პროტესტი “ქართული ოცნების“ რეჟიმის წინააღმდეგ დიდი ხანია არ ყოფილა. 

ვრცლად ნახეთ ანა მდივანის რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები