კიდევ ერთი არტისტი სცენის ნაცვლად განსასჯელის სკამზე - რეჟიმმა ხელოვანებზე ნამდვილი ნადირობა გამოაცხადა
23 იანვარს, 17:00 საათზე, მოსამართლე ნინო ენუქიძე გამოაცხადებს, რამდენად საშიშია საზოგადოებისთვის მსახიობი ბაჩო ქაჯაია. კიდევ ერთი არტისტი სცენის ნაცვლად განსასჯელის სკამზე.
რეჟიმმა ხელოვანებზე ნამდვილი ნადირობა გამოაცხადა. მსახიობს, რომელიც ყოველ დღე პროევროპულ აქციაზე დგას, გომელაურის უწყება გზის გადაკეტვას ედავება. თუმცა ადვოკატის თქმით, კანონდარღვევის ვერც ერთი მტკიცებულება დღეს პოლიციამ ვერ წარადგინა.
თავად მსახიობი კი ირწმუნება, რომ ის აქციაზე როდესაც მივიდა, გზა უკვე გადაკეტილი იყო. ~
მგონია, რომ არანაირი დანაშაული არ მიმიძღვის ჩემი ქვეყნის, ჩემი ხალხის წინაშე და არ ვარ ღირსი ადმინისტრაციული სანქცია დამადოთ,- თქვა მსახიობმა ,ბაჩო ქაჯაიამ სასამართლო პროცესზე.