“არა ტიტეს - სუსი გვიტევს“ -“ოცნების“ ყოფილი დეპუტატის რექტორად დამტკიცება რეჟიმს პროტესტის ფონზე მოუწია

21.01.25 20:20
“არა ტიტეს - სუსი გვიტევს“ -“ოცნების“ ყოფილი დეპუტატის რექტორად დამტკიცება რეჟიმს პროტესტის ფონზე მოუწია

პროტესტის, ხმაურისა და შეძახილების ფონზე მოუწია დღეს აკადემიურ საბჭოს ბათუმის უნივერსიტეტის რექტორად ტიტე არეშიძის არჩევა. “ქართლი ოცნების“ სახე და არალეგიტიმური უმაღლესი საბჭოს დეპუტატი აქამდე აქციებში მონაწილე სტუდენტებს მკვლელებს ეძახდა და მათი პროტესტის მარგინალიზებას ცდილობდა, დღეს კი ის ამ ახალგაზრდებს ხელმძღვანელად დაუნიშნეს.

“მონა, მოღალატე, სირცხვილია“, - ამ შეძახილებით შეაცილეს ტიტე არეშიძე აკადემიური საბჭოს სხდომაზე.

არეშიძემ უნივერსიტეტში სტუდენტების პროტესტის ფონზე მარტო გამოჩენა ვერ გაბედა, მის დასაცავად ადგილზე “ტიტუშკები“ და სამოქალაქო ფორმაში გადაცმული პოლიციები იყვნენ მობილიზებული.

ადგილზე იყვნენ თეთრწვერიანი ვითომ სტუდენტებიც, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ უნივერსიტეტში სწავლობენ, თუმცა არ იციოდნენ რომელ კურსზე, ან რომელ ფაკულტეტზე.

ვრცლად ნახეთ დიანა ჩირგაძის რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები