მზია ამაღლობელი ციხეში ჩატოვეს-ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ საქმე წარმოებაშიც კი არ მიიღო

21.01.25 20:27
მზია ამაღლობელი ციხეში ჩატოვეს-ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ საქმე წარმოებაშიც კი არ მიიღო

სასტვენებით და ხმაურით შეხვდნენ ჟურნალისტები მზია ამაღლობელის საქმეზე, ქუთაისის სააპელაციო საასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც გამოცემა “ბათუმელების“ და “ნეტგაზეთის“ მფლობელის საჩივარი განხილვაშიც კი არ მიიღო.

ხელისუფლებამ დღეს მედიას მისცა სიგნალი, რომ ყველას ციხეში გაუშვებს და ჩატოვებს, ვინც რეჟიმს არ დაემორჩილება. 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს, მზია ამაღლობელის ადვოკატები, წინასწარი პატიმრობის შეცვლას სთხოვდნენ. არაერთმა იურისტმა, მათ შორის სახალხო დამცველმაც დაადგინა, რომ სინდისის პატიმრის საქმეში წინასწარი პატიმრობის გამოყენების საფუძველი არ არსებობდა. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში ამბობენ, რომ გადაწყვეტილება პოლტიკურად მოტივირებულია.  

ამ ისტორიულ ბრძოლაში თქვენ მარტო არ ხართ - ამ სიტყვებით გამოუცხადა სოლიდარობა მზია ამაღლობელს სალომე ზურაბიშვილმა. პარალელურად კი ჟურნალისტის მხარდასაჭერად პროტესტი ციხეებშიც  დაიწყო. სინდისის პატიმრები შიმშილობას აცხადებენ. ერთ-ერთი პირველი, ვინც პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა რევაზ კიკნაძეა, რომელსაც რეჟიმი 7 წლით უპირებს ციხეში გამოკეტვას.

ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები