შანაი ბრუკის მკვლელობის ნახევრად გამოძიებული საქმე - ვინ იყო საბედისწერო დღეს რაფოსთან ერთად მთაწმინდის ქედზე

11.09.21 20:09
შანაი ბრუკის მკვლელობის ნახევრად გამოძიებული საქმე - ვინ იყო საბედისწერო დღეს რაფოსთან ერთად მთაწმინდის ქედზე

ავსტრალიელი ქალის, შანაი ბრუკის, მკვლელობის საქმე თავდაყირა დგება - "შაბათის ეთერმა" გაარკვია, რომ რაფაელ მურსაკულოვის სახლი სამართალდამცველებმა სათანადოდ ვერ გაჩხრიეკს და მტკიცებულებების, მნიშვნელოვანი ნაწილი ადგილზე დატოვეს. 

"ტვ პირველის" ექსკლუზიური კადრებით დგინდება ვერსია, რომლიც შესაძლოა, მთაწმინდის ფერდობზე 31 წლის მასწავლებლის საზარელი მკვლელობის მოტივი გახდა - აზარტული თამაშების შედეგად წაგებული ფული, რაც უცხოელი პედაგოგის დაყაჩაღების საფუძველი გახდა. 

ვერელი რაფოს ოთახში, "ნოდარ მელაძის" შაბათის გადამღები ჯგუფის მიერ გადაღებული ვიდეოკადრებით, დასტურდება, რომ სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული სამი სხვა და სხვა სლოტკლუბის საწევრო ბარათს ფლობდა, ანუ ინტერნეტით აზარტულ თამაშებში იყო ჩართული. ჩვენმა კამერამ გადაიღო,კიდევ ერთი ონლაინ სლოტკლუბის სისტემაში შესასვლელი სახელი და პაროლი. მის სახლში ჩვენ გადავიღეთ თბილისის ელიტარული კაზინო "ივერიას" საწევრო ბართი. 

როგორც ცნობილია, შანაი ბრუკი და რაფაელ მურსკულოვი უბნელები იყვნენ. პედაგოგს ბინა რაფოს სახლთან ახლოს ჰქონდა ნაქირავები, არსებობს ვარაუდი რომ ისინი ერთმანეთს იცნობდნენ. 

როგორც ირკვევა, ქალის მკვლელობის დღეს რაფაელ მურსაკულოვი სახლში საღამოს დაბრუნდა, მამიდამ უთხრა, რომ ფერდზე სადაც ის ხშირად სეირნობდა უცხოელი მოკლეს. ​

"შაბათის" ეთერმა დაადგინა, რომ მკვლელობიდან რამდენიმე დღეში პოლიციას ვერელი რაფო სავარაუდო ეჭვმიტანილთა სიაში ჰყავდა, ფოტორობოტი, რომელიც პოლიციის ყველა განყოფილებაში იყო გამოკრული მის პარამეტრებს ზუსტად ემთხვეოდა.

მურსაკულოვის ადვოკატი "ტვ პირველთან" ამბობს, რომ მურსაკულოვი აგვისტოში გამოკითხეს, თუმცა პოლიციის განყოფილებიდან მალევე გამოუშვეს. 

რაფაელ მურსაკილოვი წარსულში ძალადობაზეა მხილებული, თუმცა "ქართულ ოცნებასთან" მჭიდრო კავშირის გამო ვერელი რაფოს ჩადენილ დანაშაულებებზე უბნის პოლიცია თვალს ხუჭავდა. 

"შაბათის ეთერის" გამომძიებელმა ჟურნალისტმა გაარკვია, რომ მურსაკულოვმა რამდენიმე თვით ადრე სასტიკად გაიმეტა მეზობელი ტაქსის მძღოლი. უფრო კონკრეტულად, მურსაკულოვმა თემო ნამაზოვი დანით დაჭრა. ერთ-ერთი ვერსიით რაფომ მეზობელს შენიშვნის მიცემა არ აპატია, დანა ბარძაყსა და მუცელში ჩაარტყა. ეს საქმეც პოლიციამ, სავარაუდოდ ქართულ ოცნებასთან  ახლო კავშირების გამო არ გამოიძია და თაროზე შემოდო. 

ვიდეოკადრებით დასტურდება, რომ რაფაელ მურსაკულოვს, სახლში ჰქონდა ამომრჩეველთა სია ფოტოებით, ეს დოკუმენტი შეუძლებელია უცხო პირის ხელში აღმოჩნდეს, რადგან ის მხოლოდ საარჩევნო კომისიაში  ინახება ან ასლი აქვთ არჩევნებში მონაწილე პარტიებს. 

"შაბათის ეთერის" ინფორმაციით, რაფაელ მურსაკულოვი 11 მაისს მთაწმინდის ფერდობზე მომხდარ ცემის საქმეში ფიგურირებს. 

როგორც უკვე აღინიშნა, რაფაელ მურსაკულოვი მთაწმინდის ფერდის საცალფეხო ბილიკის სიახლოვეს ცხოვრებს. სავარაუდო, სწორედ აქ შეხვდა მურსაკულოვი შანაი ბრუკს. პროკურატურის ვერსიით, ის ქალის გაძარცვას ცდილობდა, თუმცა ავსტრალიელმა მასწავლებელმა წინააღმდეგობა გაუწია. ამიტომ ვერელმა რაფომ შანაის ჯერ ყელი გამოჭრა შემდეგ გაგუდა და ცხედარი გადამალვის მიზნით ბუჩქებში ჩამალა. 

პროკურატურის ამ ვერსიის საპირწონედ არსებობს კიდევ გარემოებები, რაც ეჭვებს ბადებს. ასე მაგალითად - 
ერთადერთი ღირებული ნივთი, რომელიც შანაი ბრუკს სეირნობისას თან ჰქონდა, მობილური ტელეფონი - აიფონ 12 იყო, ნაღდი ფულს პედაგოგი თან არ ატარებდა და არც სამკაულები ეკეთა. 

თუ პროკურატურის ვერსიას დავუჯერებთ, მთელი ეს ტრაგედია მობილური ტელეფონის წართმევის გამო მოხდა. დაკავებულის მამიდა ამტკიცებს, რომ მის ძმისშვილს ხელზე ტრავმა ჰქონდა და ოპერაციის შემდეგ ნერვი გადაუნერგეს, თუმცა ოპერაციამ არ გაამართლა და მურსაკულოვი ხელის ვერ იყენებდა. 

ახლა შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის მთავრი მტკიცებულება დნმ-ის კვლევის შედეგია. შანაი ბრუკის მკვლელობის შემდეგ მურასაკულოვმა და გადააგდო, თუმცა პოლიციამ მხოლოდ დანის ტარი იპოვა პირი რომელითაც მკვლელობა ჩაიდინეს გაუჩინარებულია. სწორედ დანის ტარსა და გარდაცვლილი ტანსაცმელზე აღმოჩნდა, დაკავებულის გენეტიკური პროფილი.  

ოჯახი არც იმას გამორიცხავს, რომ მკვლეობა არა რაფომ არამედ სულ სხვა ადამიანმა ჩაიდინა. ​დაკავებულს სამუდამო პატიმრობა ემუქრება.