საპროტესტო აქციაზე დაკავებული გიორგი მახარაძე მოსამართლემ 5 000 ლარით დააჯარიმა

21.01.25 20:37
საპროტესტო აქციაზე დაკავებული გიორგი მახარაძე მოსამართლემ 5 000 ლარით დააჯარიმა

საპროტესტო აქციაზე დაკავებული, გიორგი მახარაძე მოსამართლემ 5 000 ლარით დააჯარიმა.

ამის შესახებ მახარაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, სასამრთლოზე წარდგენილ ვიდეოებში ჩანდა, რომ რუსთაველზე გზა პოლიციამ გადაკეტა, თავად კი 2 წუთის შემდეგ გადავიდა, თუმცა, მოსამართლემ ის მაინც დამნაშავედ ცნო.

დასრულდა სასამართლო და 5 000-ლარიანი ჯარიმა დამაკისრეს. ძალიან ცალსახა იყო სასამართლო, რომ კანონი არ დამირღვევია. ვიდეოებში ჩანდა, რომ პოლიციამ გადაკეტა გზა და აქედან სადღაც 2 წუთში მეც გადავედი რუსთაველზე, უკვე გადაკეტილზე და უკვე ხალხი რომ იდგა. მოწინააღმდეგე მხარე ვერც ვერბალურად, ვერც მტკიცებულებებით ვერ ამტკიცებდა ჩემ დანაშაულს.

მოსამართლე გავიდა მოსაფიქრებლად, დაბრუნდა და დამნაშავედ მცნო.

სრული ფარსია ეს ყველაფერი. სასამართლოს იმედი არც აქამდე უნდა გქონოდათ და არც ამის მერე. ან უნდა ვიბრძოლოთ ამ რეჟიმის წინააღმდეგ, ან უსამართლობას უკვე დაპყრობილი ვყავართ და დავუტოვოთ ეს ქვეყანა
", - წერს გიორგი მახარაძე.

მსგავსი სიახლეები