ბათუმში სამი პოლიციელი დაჭრეს
ბათუმში სამი პოლიციელი დაჭრეს. კაცი, რომელმაც სამართალდამცველები დაჭრა, ფსიქიკურად დაავადებულია და ის ფსიქიატრიულ კლინიკაშია გადაყვანილი.
რაც შეეხება შემთხვევას- როგორც ირკვევა, ოჯახური კონფქლიქტის დროს გამოძახებულმა პატრულის თანამშრომლებმა ცოლი შემთხვევის ადგილს განარიდეს, გაღიზიანებულმა კაცმა კი მათზე მიიტანა იერიში და ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა.
სამართალდამცველები საავადმყოფოში არიან მოთავსებულნი. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მომხდარზე განცხადებას ავრცელებს შინაგან საქმეთა სამინისტროც და აცხადებს, რომ შემთხვევა 20 იანვარს მოხდა.
შსს-ს თანახმად, "მიმდინარე წლის 20 იანვარს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შემოვიდა შეტყობინება ბათუმში, კომახიძის ქუჩაზე მყოფ ფსიქიკური აშლილობის მქონე მოქალაქესთან დაკავშირებით".
შეტყობინების საფუძველზე ადგილზე გამოცხადდნენ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლები, რა დროსაც ფსიქიკურად დაავადებული პირი - 1998 წელს დაბადებული გ.ნ. თანნაქონი დანით მათ მოულოდნელად თავს დაესხა. გ.ნ.-მ მის განიარაღებისა და დაკავების პროცესში სამ პატრულ-ინსპექტორს სხეულის სხვადასხვა არეში დანის გამოყენებით ჭრილობები მიაყენა".
"გ.ნ. ადგილზე დააკავეს. დაშავებული პატრულ-ინსპექტორები საავადმყოფოში გადაიყვანეს, სამივე მათგანი ამ დრომდე კლინიკაში რჩება.
პოლიციაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს", - აცხადებენ შსს-ში.