“იმედის“ მფლობელი: იმედს არ ვუყურებ

21.01.25 23:32
“იმედის“ მფლობელი: იმედს არ ვუყურებ

პროპაგანდისტული “იმედის“ მფლობელი ამბობს, რომ თავისივე არხს არ უყურებს.

მისი თქმით, თავისუფალ დროს BBC მაქვს ჩართული ან CNN აქვს ჩართული და გასნაკუთრებულ შემთხვევაში კი ინფორმაციას იმედი ნიუსიდან იღებს.

მაქვს ძალიან ცოტა დრო, ამიტომ ახალ ამბებსაც ვიღებ ხან აქ, ხან იქ... დილას საუზმის დროს შეიძლება იუთუბზე ჩავრთო, ვარჯიშის დროს ან BBC მაქვს ჩართული ან CNN, როგორც წესი და დანარჩენი ალბათ, ასე, მანქანაში... იმედს არ ვუყურებ, რაღაც თუ არ არის, ახლა რაღაც განსაკუთრებული თუ არ ხდება, მაგრამ იმედი ნიუსს ვუყურებ. ძირითადად, მე თუ იმედიდან ვიღებ ინფორმაციას, უფრო, იმედი ნიუსიდან“ - თქვა ბიზნესმენმა ირაკლი რუხაძემ „რადიო თავისუფლებასთან“

ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელი ამბობს, რომ "იმედის" ყიდვა არ უნდოდა, თუმცა სხვა გამოსავალი არ ჰქონდა. 

მითხრეს - თუ გინდა წყნარად დავიშალოთ, ეს წაიღე. ამიტომ მე მომიწია "იმედის" წამოღება. მე თუ მკითხავთ, ჩემს ბიზნესსაც ხელს უშლის "იმედი"- აცხადებს რუხაძე. 

მეტიც, „იმედის“ მფლობელი "რადიო თავისუფლებასთან" იმასაც ამბობს, რომ ის კვირა, როდესაც "იმედთან" შეხება არ აქვს, მისთვის უფრო პოზიტიური, "იმედი" კი სულ ნეგატივთან ასოცირდება. 

იმედი არსებობს იმიტომ, რომ არ მოვიდეს მეორე მხარე და სანამ არსებობს მეორე მხარე და ივანიშვილი, მაშინ ავტომატურად, ჩვენ ვართ ივანიშვილის მხარეს. "იმედში" მე მქონდა წილი, რაც ჩვენ ბადრის ოჯახს დავუბრუნეთ, ასეთი გარიგება გვქონდა და დიდი სიამოვნებით, მე ჩემს წილს დავთმობდი იმედში, მინდოდა ჩემი ბიზნესი მეკეთებინა და მოაყოლეს ხურდაში "იმედი". უფროსწორად, ხურდაში კი არ მოაყოლეს, საკმაოდ დიდ თანხად ვიყიდე "იმედი", რომლის ყიდვაც მე არ მინდოდა. არ მინდოდა იმიტომ, რომ ის არ იყო ბიზნესი და მე ვაპირებდი ბიზნესის კეთებას. მაგრამ იმიტომ ვიყიდე, რომ სხვა გამოსავალი არ მქონდა. მითხრეს, ბადრის ოჯახმა - თუ გინდა კარგად და წყნარად დავიშალოთ, ეს წაიღე. ამიტომ მე მომიწია "იმედის" წამოღება. მე თუ მკითხავთ, ჩემს ბიზნესსაც ხელს უშლის "იმედი". 

მე სულ ვიძახი, რომ "ნაციონალური მოძრაობა" რომ არ იყოს, მე ჩაციკლული ვარ "ნაციონალურ მოძრაობაზე", ან იმედი სხვანაირი იქნებოდა და მაშინ მე ნაკლებად მექნებოდა პრობლემა შენახვისაც და ალბათ, ვინმესთვის გადაცემისაც. სანამ "ნაციონალური მოძრაობა" არის, ეს არის უაღრესად საშიში რაღაცა საქრთველოსთვის, ეს იმედი არის ის, რაც უნა დაეხმაროს ამ ქვეყანას და მე, რომ "ნაციონალური მოძრაობა" არ მობრუნდეს უკან.

ის კვირა, როდესაც მე "იმედთან" არ მაქვს შეხება, ჩემთვის უფრო კაი კვირაა, ვიდრე როცა მაქვს შეხება, იმიტომ, რომ როდესაც მაქვს "იმედთან" შეხება, ეს არ არის პოზიტიური, ნეგატიური თემაა უფრო, მაგიტომაც მოიშორა ინა გუდავაძემ და ბადრის ოჯახმა", - განაცხადა რუხაძემ. 

მსგავსი სიახლეები