ირაკლი რუხაძის თქმით, “ოცნების“ ერთ-ერთი პრობლემა “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოა“
პროპაგანდისტული “იმედის“ მფლობელმა “ქართული ოცნების“ სამი ძირითადი პრობლემა დაასახელა, რომელთაგან ერთი-ერთი მისი თქმით, “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოა“.
რუხაძე ამბობს, რომ “ოცნებამ“ ამ ორგანიზაციას არაგადამხდელის სტატუსი უნდა მოუსხნას, რადგან ის არღვევს ყველა წესდების პირობებს, რის გამოც ეს სტატუსი მიიღო.
“ოცნებამ“ უნდა მოუხსნას გამჭვირვალობა საქართველოს არაგადამხდელის სტატუსი, რადგან ის არღვევს ყველა წესდების პირობებს, რის გამოც ეს სტატუსი მიიღო. ესე რომ მოხდეს, არა მარტო მას, არამედ სხვა NGO- ებსაც.. ეს კანონიც ტყუილად მიიღეს, რომელიც უკბილო და უაზროა, რომელსაც არ ვიყენებთ.
ესე მოქცევის საშუალებას რომ აძლევენ “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ და მისთანებს, ეს არის დიდი პრობლემა. ჩვენ 4 რევოლუციის მცდელობა გამოვიარეთ, ბოლო 2 წლის განმავლობაში, - განაცხადა რუხაძემ რადიო “თავისუფლებასთან“ ინტერვიუში.