ქვეყანა კიდევ ერთ გმირს დაემშვიდობა - კახა თილიძე საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს

22.01.25 10:20
ქვეყანა კიდევ ერთ გმირს დაემშვიდობა - კახა თილიძე საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს

ქვეყანა კიდევ ერთ გმირს დაემშვიდობა - კახა თილიძე საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს.  უკრაინაში მებრძოლი ქართველი გმირი ოკუპანტებთან ომს 11 იანვარს, ზაპოროჟიეს მიმდებარე ტერიტორიაზე მაშინ შეეწირა, როდესაც ფრონტის ხაზზე გარდაცვლილი თანამებრძოლების გამოსაყვანად  შევიდა. 

 საევაკუაციო ავტომობილს კი ე.წ.  კამიკაძე დრონი მოხვდა. 

თილიძე უკრაინაში წლებია, იბრძვის, ის  დაზვერვის მთავარი სამმართველოს სპეციალური დანაყოფის წევრი იყო. სიცოცხლეში ბრძოლაში გამოჩენილი მამაცობისთვის არაერთი ჯილდო აქვს მიღებული. 

 სიკვდილის შემდეგ  კი კახა თილიძეს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს უმაღლესი ჯილდო, ეროვნული უსაფრთხოების განმტკიცებასა და მის დაცვაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის  გადაეცა. 

მსგავსი სიახლეები