ზეწოლა, შანტაჟი და ძალადობა იზოლატორში - აქციაზე დაკავებულის მამხილებელი ჩვენება სასამართლოში

22.01.25 13:20
ზეწოლა, შანტაჟი და ძალადობა იზოლატორში - აქციაზე დაკავებულის მამხილებელი ჩვენება სასამართლოში

 

ზეწოლა, შანტაჟი და ძალადობა იზოლატორში - კიდევ ერთი რეჟიმის მამხილებელი ჩვენება გომელაურის უწყების წინააღმდეგ. აქციაზე დაკავებულმა 29 წლის არჩილ მუსელიანცმა სხდომათა დარაბზში უმძიმეს  ფაქტზე ისაუბრა - როგორ დააკავეს მოტყუებით, როგორ გაუყალბეს ოქმები და ოპოზიციონერების წინააღმდეგ სასურველი ჩვენების მოსაპოვებლად როგორ ატერორებდა პოლიცია საათების განმავლობაში. 

დაკავების პროცესი განხორციელდა მოტყუებით, მოტყუებით მომაწერინეს ხელი ოქმზე, იყო ფსოლოგიური ზეწოლა, შანტაჟი მუქარა - განაცხდა 29 წლის პატიმარმა, რომელსაც პროკურატურა ციხეში 6 წლიანი მუხლით უპირებს გამოკეტვას. 

დაცვის მხარის ინფორმაციით, დაკავებულ არჩილ მუსელიანცს 3 დღის განმავლობაში არ ეძლეოდა უფლება, რომ ადვოკატი ჰყოლოდა. ასევე უფლებადამცველი საუბრობს ფიზიკურ ძალადობაზეც.

პარლამენტთან დამონტაჟებული კამერისთვის ცეცხლის წაკიდებას ედავებიან. არ აღიარებს ჩემის დაცვის ქვეშ მყოფი, რა თქმა უნდა. მასზე იყო, როგორც ფიზიკურ, ასე ფსიქოლოგიური ზეწოლა, მას სთავაზობდნენ "გარიგებას", თუ დაადებდა ხელს რომელიმე ოპოზიციონერს, ამ შემთხვევაში შეიძლებოდა გაეშვათ. ეს ყველაფერი ვუთრაით სპეციალურ საგამოძიებო სამსახურსაც და პირველ სხდომაზეც არ დაგვიმალავს არაფერი"- ამბობს ადვოკატი. 

არჩილ მუსელიანცი 2024 წლის 30 ნოემბერს დააკავეს. თავდაპირველად ის ადმინისტრაციული მუხლით იყო დაკავებული, თუმცა შემდეგში, აღნიშნული მუხლი სისხლის სამართლით ჩადენილი დანაშაულით, 187-ე მუხლის მეორე ნაწილით გადაუკვალიფიცირდა, რაც სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას და განადგურებას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები