"წითელმა ჯვარმა" საქართველოს 100 000 დოზა "სინოფარმი" აჩუქა

12.09.21 09:50
"წითელმა ჯვარმა" საქართველოს 100 000 დოზა "სინოფარმი" აჩუქა

საქართველომ  წითელი ჯვრის ეროვნული საზოგადოებისგან  „სინოფარმის“ ვაქცინის 100 000 დოზა საჩუქრად მიიღო. ვაქცინის ახალი დოზები საქართველოში გვიან ღამით ჩამოვიდა.

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება აქტიურად არის ჩართული მასობრივი იმუნიზაციის დროულად, ეფექტურად და უსაფრთხოდ განხორციელების პროცესში.

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან თავდაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა!

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებები და კვალიფიციური ექიმები რეკომენდაციას უწევენ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას," - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. 

მსგავსი სიახლეები