გთხოვთ, შეწყვიტე შიმშილობა, თავისუფლება ჩვენ შენთან ერთად გვჭირდება! - კოლეგების მიმართვა მზია ამაღლობელს

22.01.25 15:19
გთხოვთ, შეწყვიტე შიმშილობა, თავისუფლება ჩვენ შენთან ერთად გვჭირდება! - კოლეგების მიმართვა მზია ამაღლობელს

სოლიდარობა და თავისუფლება მზია ამაღლობელს! - პარლამენტთან "ბათუმელების" დირექტორის მხარდამჭერი აქცია იმართება. ჟურნალისტის მეგობრობებმა და კოლეგებმა საგანგებო განცხადებაც გააკეთეს და "ბათუმელების" დირექტორს შიმშილობის შეწყვეტა სთხოვეს. 

"გთხოვთ, იფიქრე საკუთარ ჯანმრთელობაზე, სიცოცხლეზე და მის მნიშვნელობაზე ჩვენთვის. თავისუფლება ჩვენ შენთან ერთად გვჭირდება," - თქვეს აქციაზე შეკრებილებმა. 

მზია, ჩვენ შენი მეგობრები და კოლეგები პატივისცემით ვუყურებთ შენს ურყევ ნებას და ბრძოლას სამართლიანობისთვის. შენი ხმა ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის ფასდაუდებელია. გვჯერა, რომ ბევრი მნიშნელოვანი საქმე ერთად გასაკეთებელი წინ გვაქვს. მე-11 დღეა შიმშილობ. გთხოვთ, შეაჩერე პროტესტის ეს უკიდურესი ფორმა. შენ ჩვენთვის და საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ხარ როგორც პროფესიონალი და როგორც ადამიანი. შენი ჯანმრთელობა და სიცოცხლე სასწორზე არ უნდა დადო. ერთად უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა, რომელსაც თითოეულ ჩვენგანზე, ჩვენს პროფესიაზე, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებზე ამხელა გავლენა აქვს. ყველანი შენს გვერდით ვართ სენი მაგალითით გამხნევებულები და ძალამოცემულები. გთხოვთ, იფიქრე საკუთარ ჯანმრთელობაზე, სიცოცხლეზე და მის მნიშვნელობაზე ჩვენთვის. თავისუფლება ჩვენ შენთან ერთად გვჭირდება. დიდი სიყვარულითა და პატივისცემით, შენი მეგობრები, კოლეგები და გულშემატკივრები. თავისუფლება მზიას!, - განაცხადეს აქციაზე. 

ამაღლობელის კოლეგები გეგმავენ, აღნიშნული წერილი ჟურნალისტს საპატიმროშიც შეუგზავნონ. 

შეგახსენებთ, რომ მზია ამაღლობელს გამოძიება მოძალადე პოლიციელისთვის სილის გაწნას ედავება, თუმცა არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი ირაკლი დგებუაძუს მხრიდან ჟურნალისტი თავად გახდა. "ბათუმელების" დირექტორს 

მსგავსი სიახლეები