"არ გვეშინია, ჩვენ ერთმანეთის გვერდით ვდგავართ" - გაჩეჩილაძე ტყებუჩავას მხარდასაჭერად სასამართლოში მივიდა

22.01.25 15:33
"არ გვეშინია, ჩვენ ერთმანეთის გვერდით ვდგავართ" - გაჩეჩილაძე ტყებუჩავას მხარდასაჭერად სასამართლოში მივიდა

მსახიობ ანა ტყებუჩავას საქმეზე დასკვნითი სასამართლო პროცესი 10 თებერვალს გადაიდო - ამის შესახებ გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ენუქიძემ მიიღო. 

ტყებუჩავას მხარდასაჭერად, რომელსაც რუსთაველის გამზირზე გზის გადაკეტავს ედავებიან, დღეს სასამართლოში მსახიობები იმყოფებოდნენ. 

ხელოვანების თქმით, მსგავსი საქმეები დაშინებას ემსახურება.  მაგათი არავის არ ეშინია, ჩვენ ერთმანეთის გვერდით ვდგავართ - ამბობს ნინო გაჩეჩილაძე. 

ამას არაფერზე არ ჰქონდა პასუხი, ვერ გიპასუხებთ, ვერ გეტყვით, ყველაფერზე ვერ გეტყვით და თუ არაფერზე პასუხი არ აქვს, მაშინ რაში სდებენ ბრალს ვერ ვხდები? მარტო იმიტომ, რომ თითი დაუქნიონ და შეაშინონ? მაგათი არავის არ ეშინია, ჩვენ ერთმანეთის გვერდით ვდგავართ და ჩვენ ბოლომდე ვიდგებით ერთმანეთის გვერდით", - ამბობს ნინო გაჩეჩილაძე. 

 

მსგავსი სიახლეები