რისი ეშინია ირაკლი რუხაძეს?

22.01.25 15:46
რისი ეშინია ირაკლი რუხაძეს?

ირაკლი აბესაძე ბიძინა ივანიშვილს და ირაკლი რუხაძეს სავარაუდო ფინანსურ მაქინაციებშზე საუბრობს. 

 ააიპ "საგამოძიებო ბიუროს" ხელმძღვანელი ამბობს, რომ ოლიგარქს და "იმედის" ფლობელს საერთო ბიზნესი, ცემენტის მონოპოლიზებული წარმოება აქვთ.

მისი თქმით,  საქველმოქმედო ფონდ "ქართუს" გამოყენებით ბიზნესის გერმანული "ჰაიდელბერგისგან" გამოსასყიდად საქართველოს ბანკიდან ივანიშვილმა და რუხაძემ 199 მლნ დოლარის სესხი გაიტანეს. 

ექსპერტი დარწმუნებულია, რომ აღნიშნული ფაქტორებიდან გამომდინარე, რუხაძეს ივანიშვილის ბიზნეს და პოლიტიკური საქმიანობისგან გამიჯვნა ძალიან გაუჭირდება. 

ეშინია რუხაძეს და სწორად ემიჯნება ის დღეს „იმედს“ და აცხადებს, რომ საერთოდ არ უყურებს თურმე საკუთარ ტელეკომპანიას, იმიტომ, რომ, რა თქმა უნდა, ის დგას სანქციების რეალური რისკის წინაშე როგორც ივანიშვილის ხელშემწყობი.

საინტერესოა, ემიჯნება თუ არა თავად ივანიშვილს და ემიჯნება თუ არა, მაგალითად, ივანიშვილის მხრიდან, მე ვიტყოდი, უკანონოდ საქველმოქმედო ფონდის გამოყენებას საკუთარი სიმდიდრის კიდევ უფრო გასაზრდელად. ცემენტის მონოპოლისტურ წარმოებაზე საქართველოში, რომელშიც გერმანული „ჰაიდელბერგი“ ფლობდა წილებს, მისგან წილის გამოსასყიდად, როგორც აღმოჩნდა, რუხაძემ და ივანიშვილმაც საქართველოს ბანკიდან 200 მლნ დოლარის სესხი აიღეს. რა თქმა უნდა, ეს ჩემი შეფასებით, არის კანონდარღვევა. რა თქმა უნდა, ცხადია, რომ ჰოლანდიური კომპანიით საქართველოში სესხის აღება ნაცვლად ნიდერლანდებში გაცილებით იაფი სესხის აღებისა, პირდაპირ მიგვანიშნებს, რომ გარკვეული ტიპის მაქინაციასთან გვქონდა საქმე. ასე რომ, რუხაძეს ივანიშვილისგან და მისი როგორც ბიზნეს, ასევე პოლიტიკური საქმიანობისგან გამიჯვნა საქართველოში არ გამოუვა, - ამბობს აბესაძე. 

ექსპერტების შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის გარემოცვა თავის გადარჩენას ცდილობს. სპეციალისტების თქმით, სანქციების შიშმა მინი ოლიგარქი, ირაკლი რუხაძე თავის მართლების რეჟიმზე გადაიყვანა.

რუხაძემ "რადიო თავისუფლებისთვის" მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ "ტვ იმედი" მას ფაქტობრივად ძალით აყიდინეს და ეს არხი მისთვის თავის ტკივილია.

გუშინვე გაირკვა, რომ რუხაძის წინააღმდეგ ამერიკელმა კონგრესმენებმა გამოძიების მოთხოვნით შტატების ახალ პროკურორსაც სთხოვეს.

მსგავსი სიახლეები