ანა ტყებუჩავას ბრალმდებელი ძალიან უმწეოდ გამოიყურებოდა - ნინო კასრაძე
ანა ტყებუჩავას საგულშემატკივროდ და მხარდასაჭერად დღეს სასამართლოში მისული მსახიობები ამბობენ, რომ ბრალდება დღეს უმწეოდ გამიიყურებოდა და ეს სასამართლო პროცესმა კარგად გამოაჩინა.
ის, რისთისაც ანა ტყებუჩავას ბრალს სდებენ, არ მოხდა ამ ბრალის დადასტურება და ძალიან უმწეოდ გამოიყურებოდა ბრალდება და ეს გამოჩნდა და ეს ჩანს", - განაცხადა ნინო კასრაძემ.
მსახიობ ანა ტყებუჩავას საქმეზე დასკვნითი სასამართლო პროცესი 10 თებერვალს გადაიდო - ამის შესახებ გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ენუქიძემ მიიღო.
ანა ტყებუჩავას რუსთაველის გამზირზე გზის გადაკეტავს ედავებიან.