სასამართლოში აქციაზე დაკავებული 8 პირის გაერთიანებული საქმის განხილვა მიმდინარეობს

22.01.25 17:33
სასამართლოში აქციაზე დაკავებული 8 პირის გაერთიანებული საქმის განხილვა მიმდინარეობს

საქალაქო სასამართლოში აქციაზე დაკავებული 8 პირის გაერთიანებული საქმის განხილვა მიმდინარეობს - მათ 10 დეკემბერს  გზის სავალი ნაწილის გადაკეტვას ედავებიან.

როგორც დაცვის მხარე აცხადებს, შსს-ს ამჯერადაც არ წარმოუდგენია დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ ამ ადამიანებმა გზა უკანონოდ გადაკეტეს. 

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ საქმის განხილვა თავდაპირველად 41-ე დარბაზში დაიწყო, თუმცა დარბაზი იმდენად პატარა იყო, რომ ვერც უფლებადამცელები და ვერც ის პირები, რომლებსაც სამართალდარღვევას ედავებიან, ვერ სხდებოდნენ, ამიტომ, ადვოკატებმა დარბაზის შეცვლის შესახებ შუამდგომლობა დააყენეს. მოსამართლემ შაუმდგომლობა დააკმაყოფილა და პროცესმა შედარებით დიდ დარბაზში გადაინაცვლა. 

საერთოდ არანაირი მტკიცებულება არ აქვს შსს-ს. საერთოდ არ მომხდარა იქ სამართალდარღვევა. 8 ადამიანის საქმე გააერთიანეს და განიხილავენ ერთად. ერტადერთი მიზნით ხდება ეს პროცესი, რომ ადამიანები დაისაჯნონ აქციაზე ყოფნის გამო და ხელისუფლებას იმედი აქვს, რომ ამ სადამსჯელო ღონისძიების შემდეგ ადამიანები აქციაზე არარ გავლენ და რუსული ხელისუფლებსი წინააღმდეგ არარ გამოვლენ. უბრალოდ ასე არ იქნება. 

ვერ ვეტეოდით იმ პატარა დარბაზში, ელემენტარული პირობები არ იყო მუშაობისთვის, პროცესის წარმართვისთვის და საბედნიეროდ, ეს გადაწყვეტილება მაინც მიიღო სასმართლომ, რომ სკამები გვაქვს და ვსხედვართ სასამართლოში", - ამბობს თორნიკე ურთმელიძე.