გახმაურებული საქმის სასამართლოს დეტალები - რა თქვა პროცესზე კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულმა
გაუშვებს თუ არა ციხეში უვადოდ კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულს მოსამართლე? - გახმაურებული საქმის სასამართლო განხილვა დასკვნით ეტაპზეა. დღევანდელ პროცესზე დაკავებულმა ტრანსგენდერი ქალის მკვლელობა კიდევ ერთხელ აღიარა.
თავს დამნაშავედ ვცნობ იმაში, რომ ადამიანი მოვკალი, ძალადობას და სისასტიკეს კი არა. არ ვეთანხმები გენდერის გამო მკვლელობასაც"- თქვა ბექა ჯაიანმა.
ადვოკატებმა კი პროცესის დახურვა მოითხოვა, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. ბოლო დასკვნითი სხდომა ამ საქმეზე რამდენიმე კვირაში ჩატარდება.
შეგახსენებთ, რომ ტრანსგენდერი ქალი კესარია აბრამიძე საკუთარ სახლში 18 სექტემბერს მოკლეს. მას სხეულზე დანით 28 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. მკვლელობის ბრალდებით მისი ყოფილი პარტნიორი ბექა ჯაიანია დაკავებული.
თბილისის საქალაქო სასამართლომ კესარია აბრამიძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ბექა ჯაიანი პატიმრობაში გასული წლის 23 დეკემბერს დატოვა.
იმავე დღეს ცნობილი გახდა, რომ ჯაიანს პროკურატურამ ბრალი დაუზუსტა და კაცს ბრალი 126-ე მუხლით წარედგინა, რაც გენდერისა და გენდერული იდენტობის ნიშნით ფიზიკურ ძალადობას გულისხმობს.