"მაისის სტუდენტურმა მოძრაობამ" თსუ-ს საგამოცდო ცენტრი დაიკავა - რა მოთხოვნები აქვთ ახალგაზრდებს

22.01.25 19:14
"მაისის სტუდენტურმა მოძრაობამ" თსუ-ს საგამოცდო ცენტრი დაიკავა - რა მოთხოვნები აქვთ ახალგაზრდებს

 

 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრი "მაისის სტუდენტურმა მოძრაობამ" დაიკავა - ახალგაზრდებმა სოციალურ ქსელში საგანგებო ვიდეომიმართვა გაავრცელეს და როგორც საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციას, ასევე "ქართულ ოცნებას" მოთხოვნები წაუყენეს. 

სტუდენტები, პირველ რიგში, რეჟიმის ტყვეების გათავისუფლებას, ხოლო შემდგომ საერთო სტუდენტური საცხოვრებლის მშენებლობას, სტიპენდიის გაზრდას, მაღალი გადასახადების გაუქმებასა და განათლების ეფექტურ რეფორმებს ითხოვენ.

ვიკავებთ თსუ-ის საგამოცდო ცენტრს ცენტრალური ბიბლიოთეკის ბაზაზე. დღეს საუნივერსიტეტო ფუნქციონირება გადის საგამოცდო ცენტრზე. ქვეყანაში განვითარებული მოვლენების შედეგად, სტუდენტები მოწყდნენ საუნივერსიტეტო ცხოვრებას საგანმანათლებლო ბოიკოტის გამო, მაგრამ აკადემიური ცხოვრება სტუდენტების გარეშე გაგრძელდა. ამის მიზეზი არის სწორედ საუნივერსიტეტო პროცესის კვლავ ფუნქციონირება. რამაც ათასობით სტუდენტი დააყენა  მაღალი გადასახადის კიდევ რამდენიმე წლით გაგრძელების წინაშე." - ამბობენ სტუდენტები.