აბუ დაბის სკანდალური მოგზაურობიდან თბილისში - როგორ დააღწიეს თავი ზარქუამ და სანიკიძემ პატიმრობას?
სკანდალური არაბული არდადეგები - ირაკლი ზარქუა, ვიქტორ სანიკიძე და სამხარაული საქართველოში დაბრუნდნენ, თუმცა არ გამოჩენილან. აბუ დაბის თავი როგორც იქნა დააღწიეს, ოღონდ დიდი ჯარიმის სანაცვლოდ. არსებული ინფორმაციით, ფული "ქართულმა ოცნებამ" გადაუხადა.
"პირველების" მოპოვებული ინფორმციით, ზარქუა ციხეს ისევ, ლაშა გაბიტაშივლმა გადაარჩინა, რომელმაც დაკითხვის დროს არ თქვა, რომ სწორედ ზარქუა იყო ჯგუფური თავდასხმის ორგანიზატორი, რამაც მისი ჯანმრთელბის მძიმე დაზიანება გამოიწვია.
მოძალადეები პარლამენტში არ მისულან, არც სატელეფონო ზარებს პასუხობენ. ყველზე მძიმე დღეში ირაკლი ზარქუაა. ის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარეა და მისი მოვალეობა საქართველოს მოქალაქეების ინტერესები დაცვაა. ამ ფონზე კი თავად გაეხვა დიდ სკანდალში.
დეტალები ნახეთ, ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.