გავრცელებული ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროში რეპრესიები დაიწყო
საქართველოს თავდაცვის სამინისტროში რეპრესიების დაწყების შესახებ ამავე უწყების ყოფილი თანამშრომელი, გიორგი შაიშმელაშვილი ალაპარაკდა.
"თავისუფალი მოედნის" თანადამფუძნელები სოციალურ ქსელში წერს, რომ თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი დეპარტამენტის უფროსს ხელშეკრულება არ გაუგრძელეს და სამსახურიდან გაათავისუფლეს.
მისივე ცნობით, დაკავებული პოსტიდან მოქალაქე გაცხადებული სამოქალაქო პოზიციის გამო და "ქართული ოცნების" ანტიევროპული განცხადებების გაკრიტიკებისთვის გადააყენეს.
დაიწყო რეორგანიზაცია თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისშიც.
ახალი კანონის პირველი მსხვერპლიც ჰყავთ, დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც ხელშეკრულება არ გაუგრძელეს.
რეორგანიაცია, როგორც რეპრესიის ინსტრუმენტი, ამის მეტი რა უნახავს მაგ სამინისტროს, მაგრამ ეს სრულიად განსაკუთრებული შემთხვევაა, როცა სამინისტროს მაგალითად ნატოში ინტეგრაციის სამმართველოს თანამშრომელი, იმიტომ დაისჯება რომ ნატოში ინტეგრაციის კონსტიტუციურ მუხლს იცავს და დსთ-ში დაბრუნების წინააღმდეგია.
პ.ს. არავინაა მანდ ახლა ბედნიერი ზუსტად ვიცი, ის ხალხიც კი, ვისაც ამის კეთება უწევს. ნუ, ჯაბადარს არ ეხება, ესაა მისი აუთენტური ჰაბიტატი, მარტო ამ ვითარებებში იძენს მნიშვნელობას." - წერს გიორგი შაიშმელაშვილი.