სადამსჯელო ოპერაცია რეჟიმის ტყვეების წინააღმდეგ - რა ხდებოდა დღეს საქალაქო სასამართლოში?

22.01.25 20:12
სადამსჯელო ოპერაცია რეჟიმის ტყვეების წინააღმდეგ - რა ხდებოდა დღეს საქალაქო სასამართლოში?

 

რეჟიმის ტყვეების სადამსჯელო ოპერაცია გრძელდება - პატიმრობაში ტოვებენ აქტივისტებს, რომელთა წინააღმდეგ მტკიცებულებები  პრაქტიკულად არ არსებობს. მოსამართლეები არაფერს ხედავენ და არაფერი ესმით, მათ შორის არც ის თუ როგორ გახდნენ ზეწოლის, შანტაჟისა და არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი დაკავებულები. 

დღეს 29 წლის არჩილ მუსელიანცმა სისტემა ამხილა - ახალგაზრდა მოსამართლეს უყვებოდა, როგორ დააკავეს მოტყუებით, იძალადეს მასზე ფიზიკურად და მორალურად, როგორ გაუყალბეს ოქმები და როგორ აშანტაჟებდნენ ოჯახით და აიძულებდნენ ხელი ოპოზიციონერი ლიდერებისთვის დაედო, თუმცა მოსამართლემ ის მაინც პატიმრობაში დატოვა.

პატიმრობაში გაუშვეს რეჟიმის კიდევ ერთი მსხვერპლი დავით ხომერიკი, რომელიც  2 დეკემბერს დააკავეს. მოსამართლე ნატო ხუჯაძეს გადაწყვეტილბის მისაღებად ბევრი არ უფიქრია. მუსიკოსს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის ფლობას და აფეთქების მომზადებას ედავებიან. თუმცა ამის საპირისპიროს ამტკიცებს ექსპერტიზის დასკვნა, სადაც წერია რომ ეს ნოვთიერებები ასაფეთქებლად საკმარისი არ არის.

საქალაქო სასამართლო დღეს კიდევ ერთხელ სავსე იყო ხელოვანებით, რომლებიც  ანი ტყებუჩავას მხარდასაჭერად მივიდნენ. მსახიობს გზის გადაკეტვას ედავებიან, მაგრამ ირკვევა, რომ 9 იანვარს გზის  გადაკეტვის დროს, ტყებუჩავა ადგილზე საერთოდ არ იყო.

დეტალები ნახეთ, ნინო ღევდაშვილის რეპორტაჟში.