რისი ეშინია ირაკლი რუხაძეს და რატომ არის "იმედი" ტვირთი "იმედის" მფლობელისთვის?
რუხაძის თვიდამშვიდების მცდელობა. სანქციების შიშმა ოლიგარქის რეჟიმის მთელი ვერტიკალი მოიცვა და გამონაკლისი არც იმედის მფლობელია. დაიწყება თუ არა გამოძიება ამერიკაში რუხაძის წინააღმდეგ? - თავად ადასტურებს, რომ ეს მოთხოვნა კონგრესიდან შტატების ახალმა პროკურორმა უკვე მიიღო. ამიტომ რუხაძემ ორსაათიანი ინტერვიუ თავის მართლებისთვის გამოიყენა.
ირკვევა, რომ იმედი ირაკლი რუხაძისთვის დიდი ტვირთია, ძალით აყიდინეს და მის გარეშე ცხოვრება უფრო მშვიდი იქნებოდა. საკუთარ არხს არ უყურებს და იქ მისვლაც მფლობელისთის დიდი ტანჯვაა. თუმცა, როგორც ჩანს, უფრო დიდი თავისტკივილია ოლიგარქთან სიახლოვე და მასთან ერთად საერთო ბიზნესის ფლობა. ეს უკვე სანქციების საფუძველია, რაც ბიზნესმენისთვის ყველაზე მძიმე განაჩენია. სანქციები ნიშნავს, რომ მთელი მისი ბიზნეს იმპერია შესაძლოა ერთ დღეში ჩამოიშალოს.
დეტალები ნახეთ, ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.