"ყველგან კამერები, არსად კადრები" - ბათუმის "შერატონში" პროტესტია

22.01.25 20:52
"ყველგან კამერები, არსად კადრები" - ბათუმის "შერატონში" პროტესტია

პროტესტია ბათუმის "შერატონში" - სასტუმროში, სადაც ერთი კვირის წინ ზვიად ქორიძეს და გიორგი გახარიას "ოცნების" მაღალჩინოსნები დაესხნენ თავს, ბათუმის ცენტრში შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა გადაინაცვლეს.

"ყველგან კამერები, არსად კადრები" - ამ შინაარსის ტრანსფარანტები აქვთ მიტანილი დემონსტრანტებს, რომელთა პროტესტის ადრესატიც "შერატონის" ადმინისტრაციაა. 

ცნობისთვის, 15 იანვარს, ბათუმში, სასტუმრო "შერატონში" თავდასხმა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ანგარიშსწორებაში "ქართული ოცნების" პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები მონაწილეობდნენ. გიორგი გახარიას ცხვირის ძვლის მოტეხილობა და თავის ტვინის შერყევა აღენიშნებოდა. 

21 იანვარს გიორგი გახარიას პარტიამ საგანგებო განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ ყოფილ პრემიერზე თავდასხმის ჩანაწერები სერვერებიანად პროკურატურამ წაიღო, წაღებულია ვინჩესტერებიც და მათ ჩანაწერის ასლი აღარ აქვთ.