"მოხარული ვარ, რომ მივიღე სალომე ზურაბიშვილი კაპიტოლიუმში, საქართველოში არსებული კრიზისის ორპარტიული განხილვისთვის" - შაჰინი

23.01.25 10:10
"მოხარული ვარ, რომ მივიღე სალომე ზურაბიშვილი კაპიტოლიუმში, საქართველოში არსებული კრიზისის ორპარტიული განხილვისთვის" - შაჰინი

სენატორი ჯინ შაჰინი, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ X-ზე პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ მიესალმება ქართველი ხალხის მისწრაფებას უკეთესი დემოკრატიული მომავლისთვის.

"მოხარული ვარ, რომ მივიღე სალომე ზურაბიშვილი კაპიტოლიუმში, საქართველოში არსებული კრიზისის ორპარტიული განხილვისთვის. ჩვენ შევთანხმდით, რომ დემონსტრანტების წინააღმდეგ აგრესია მიუღებელია. მივესალმები ქართველი ხალხის მისწრაფებას უკეთესი დემოკრატიული მომავლისთვის,"- წერს ჯინ შაჰინი X-ზე და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან მისი და სენატორ როჯერ უიკერის შეხვედრის ფოტოს აქვეყნებს.

მსგავსი სიახლეები