მსახიობების საპროტესტო მანიფესტი - 18:00 საათზე ხელოვანები მაყურებლებს "ახალი თეატრის" წინ ელოდებიან
მსახიობების საპროტესტო მანიფესტი დღეს გახდება ცნობილი - ზუსტად 18:00 საათზე ხელოვანები მაყურებლებს თეატრის შენობასთან ელოდებიან.
სწორედ აღმაშენებლის გამზირის N127-ში, "ახალი თეატრის" წინ საზოგადოებამ უნდა გაიგოს, რა გეგმით იმოქმედებენ ხელოვანები სინდისის პატიმრების გასათავისუფლებლად.
დღეს ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის დასი პეტიციასაც შექმნის, თუმცა რა იქნება დოკუმენტის შინაარსი, ამ დროისთვის უცნობია.
ეს იქნება ახალი თეატრის მანიფესტი. მანიფესტი არის განცხადება, აუცილებელი სათქმელი, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს ბევრნაირი ფორმა. რა ფორმა ექნება, როგორი და რანაირი, ამას ნახავთ 23-ში, 18:00 საათზე, ჩვენი თეატრის წინ", - ამბობს დავით დოიაშვილი.