მსახიობ ბაჩო ქაჯაიას საქმეზე გადაწყვეტილების გამოცხადება 18 თებერვლისთვის გადაიდო - ადვოკატი

23.01.25 12:24
მსახიობ ბაჩო ქაჯაიას საქმეზე გადაწყვეტილების გამოცხადება 18 თებერვლისთვის გადაიდო - ადვოკატი

მსახიობ ბაჩო ქაჯაიას საქმეზე გადაწყვეტილების გამოცხადება, რომელიც დღეს, 17:00 საათზე იყო ჩანიშნული, გადაიდო. ადვოკატ თორნიკე მიგინეიშვილის ინფორმაციით, მოსამართლე ნინო ენუქიძე გადაწყვეტილებას 18 თებერვალს, 17:00 საათზე გამოაცხადებს.

საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე:

ბაჩო ქაჯაია-ს გადაწყვეტილების გამოცხადება იყო დღეს 17:00 საათზე.

დაგვიკავშირდნენ რომ გამოცხადება გადაიდო 18 თებერვლის 17:00 საათისთვის.

მოსამართლე - ნინო ენუქიძე

თბილისის საქალაქო სასამართლო", - წერს თორნიკე მიგინეიშვილი. 

ქაჯაიას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებიან. ბრალდების მტკიცებით, ის 9 იანვარს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა და გზა იმ დროს გადაკეტა, როცა ამისთვის ადამიანების საკმარისი რაოდენობა არ იყო.

მსგავსი სიახლეები