"საქართველოს ბანკზე" თავდასხმაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

12.09.21 13:06
"საქართველოს ბანკზე" თავდასხმაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

კახეთში, საქართველოს ბანკზე თავდასხმაში ბრალდებულ შალვა მელიქიშვილს თელავის სასამართლომ 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ბრალდებული დანაშაულს აღიარებს და დანაშაულის ჩადენის მოტივად ფინანსურ პრობლემებს ასახელებს. ბრალდებული ამ წუთებში გლდანის მე-8 დაწესებულებაში გადაჰყავთ. შემდეგი სასამართლო პროცესი 2 ნოემბერს ჩაინიშნა. 

გამოძიება მელიქიშვილის წინააღმდეგ 323-ე მუხლის პირველი ნაწილით (ტერორისტული აქტი), 329-ე მუხლის პირველი ნაწილით (მძევლად ხელში ჩაგდება ტერორისტული მიზნით) და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილით (ასაფეთქებელი მოწყობილობისა და ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ შემთხვევა 9 სექტემბერს მოხდა.შალვა მელიქიშვილი ყვარელში მდებარე ბანკის ფილიალში, ხელყუმბარით შეიარაღებული, 9 სექტემბერს შეიჭრა, მძევლები აიყვანა და ფული მოითხოვა. ის რამდენიმესაათიანი სპეცოპერაციის შემდეგ დააკავეს.

 მელიქიშვილს 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.