ვაჟა სირაძეზე Facebook სტატუსის გამო, ზუგდიდში, ყოფილ პოლიციელებზე ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყეს

23.01.25 14:35
ვაჟა სირაძეზე Facebook სტატუსის გამო, ზუგდიდში, ყოფილ პოლიციელებზე ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყეს

ვაჟა სირაძეზე Facebook სტატუსის გამო, ზუგდიდში, ყოფილ პოლიციელებზე - ლევან გოგიასა და დავით ყოლბაიაზე ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყეს.

ირკვევა, რომ ყოლბაიამ რამდენიმე დღის წინ, საპატრულოს უფროსზე, ვაჟა სირაძეზე საჯარო სტატუსი დაწერა, გოგიამ კი ის დააკომენტარა. 

ყოფილი სამართალდამცველები ამ ყველაფერს მათ პოლიტიკურ შეხედულებებს უკავშირებენ,  ამბობენ, რომ წინასაარჩევნო პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართული და მრავალი დარღვევა და დანაშაული გამოავლინეს.

ყოფილი პოლიციელების სასამართლო დღეს, 16:00 საათზეა ჩანიშნული.

გამომდინარე იქიდან, რომ მე და ჩემი მეგობარი ლევან გოგია ვიყავით წინასაარჩევნო პროცესებში ჩართული აქტიურად, გამომავლინეთ არაერთი დანაშაული, ამჟამად ვართ საპროტესტო აქციებზე, გადაწყვიტეს, რომ ჩვენს მიმართ გაატარონ ისეთი სახის ღონისძიებები, რომლის ანალოგიც ხდება რუსეთში. მედავებიან, რომ ფბ პოსტი მქონდა განთავსებული, სადაც შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოვიხსენიე შსს-ს მაღალჩინოსანი. შსს დღეს არის კრიმინალების ბანდისგან დაკომპლექტებული"- აცხადებს ყოლბაია.

გოგიასა და ყოლბაიას 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევას ედავებიან, რაც გულისხმობს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას ლანძღვა-გინებას მოქალაქეების მიმართ და პოლიციის წინააღმდეგობასა და პოლიციის შეურაცხყოფას.

 

მსგავსი სიახლეები