უდანაშაულო ვარ! - ნიკა კაცია მოსამართლეს

23.01.25 15:26
უდანაშაულო ვარ! - ნიკა კაცია მოსამართლეს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა კაციას პროცესი მიმდინარეობს - ჟურნალისტმა, რომელსაც  განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას ედავებიან, მოსამართლე ნინო თარაშვილს პირდაპირ უთხრა, რომ უდანაშაულოა და არცერთ შემთვევაში დავს დამნაშავედ არ ცნობს. 

ნუ განმიმარტავთ, რადგან უდანაშაულო ვარ და მაინც ვერ განმიმარტავთ, თავს დამნაშავედ არ ვცნობ არცერთ შემთხვევაში", - განაცხადა კაციამ. 

სასამართლო სხდომის დაწყებამდე ნიკა კაციას ძმამ "პირველებთან" განაცხადა, რომ გამოძიების უფლებამოსილება თავად დაცვის მხარემ იკისრა და მოწმე იპოვა, რომელიც ჟურნალისტის დაკავების უშუალო თვითმხილველია.

ლაშა კაციას ცნობით, სწორედ მოცემული მოწმის მანქანით გაიტაცეს მისი ძმა, რომელსაც ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის "ა" პუნქტით წარუდგინეს.

ნიკა კაციას დაკავების შესახებ 8 დეკემბერს გახდა ცნობილი. ადვოკატ ნინო ლომინაძის თქმით, კაციას სამართალდამცავები სახლთან დახვდნენ, მანქანაში გადაისვეს და სხვა ტერიტორიაზე წაიყვანეს. ის ქუჩაში გაჩხრიკეს. როგორც მან უთხრა ადვოკატს, პოლიციელებმა ვიდეოც გადაუღეს, თუმცა ჩხრეკის შედეგად არაფერი ამოუღიათ. 9 დეკემბერს, სასამართლო სხდომაზე კაციამ თქვა, რომ დაკავებისას დამცინავად ექცეოდნენ.

მსგავსი სიახლეები