რამდენ ხანს შეიძლება გქონდეთ ყურებზე ხელები აფარებული? - ლევან წულაძე

23.01.25 15:42
რამდენ ხანს შეიძლება გქონდეთ ყურებზე ხელები აფარებული? - ლევან წულაძე

ხელოვანები ყველაზე განსხვავებული პროტესტისთვის ემზადებიან - დღეს რეჟიმი რეჟისორების, მსახიობების და სფეროს სხვა წარმომადგენლების ხმას კიდევ ერთხელ და განსხვავებულად გაიგებს.

აღმაშენებლის გამზირის N127-ში ელოდებიან ყველას, ვისთვისაც ივანიშვილის რეჟიმი მიუღებელია.

რამდენ ხანს შეიძლება გქონდეთ ყურებზე ხელები აფარებული? - მიმართავს რეჟისორი ლევან წულაძე იმ ხალხს, ვინც პროტესტს ჯერ არ შეერთებია და მათ დაფიქრებისკენ მოუწოდებს. 

ჩვენი ხმა ბოლოს და ბოლოს უნდა გაიგონონ, არა მხოლოდ თეატრის, არამედ ყველა ქართველის. რამდენ ხანს შეიძლება გქონდეთ ყურებზე ხელები აფარებული? ეს მინდა ვუთხრა მათ, ვისაც ყურებზე ხელები არ უნდა ჰქონდეს აფარებული. ოდესმე მოუწევთ ხელის ჩამოშვება და დაფიქრება იმ რაღაცა ცვლილებისკენ და მე მგონია, რომ ეს ცვლილება მოხდება ადრე თუ გვიან", - ამბობს რეჟისორი. 

მსახიობების საპროტესტო მანიფესტი დღეს გახდება ცნობილი - ზუსტად 18:00 საათზე ხელოვანები მაყურებლებს თეატრის შენობასთან ელოდებიან.

სწორედ აღმაშენებლის გამზირის N127-ში, "ახალი თეატრის" წინ საზოგადოებამ უნდა გაიგოს, რა გეგმით იმოქმედებენ ხელოვანები სინდისის პატიმრების გასათავისუფლებლად.

დღეს ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის დასი პეტიციასაც შექმნის, თუმცა რა იქნება დოკუმენტის შინაარსი, ამ დროისთვის უცნობია. 

მსგავსი სიახლეები