ცესკოში გააუქმეს დეპარტამენტი, რომლის ხელმძღვანელიც დავით კირთაძის მეუღლე იყო
რეორგანიზაცია სახელმწიფო უწყებებში - ცესკოში ის დეპარტამენტი გააუქმეს და გაათავისუფლებს ყველა პირი, რომელშიც ენმ-დან ცესკოს წევრის, დავით კირთაძის მეუღლე მუშაობდა.
„სამართლიანი არჩევნები” ცესკო-დან გათავისუფლებულ პირთა ინტერესებს დაიცავს.
ცნობისთვის, კირთაძემ 2024 წლის 16 ნოემბერს, გაყალბებული არჩევნების შედეგების დამტკიცებისას, გიორგი კალანდარიშვილს სახეში შავი საღებავი შეასხა. ამ ინციდენტის შემდეგ, მისმა მეუღლემ, სოფიო სიჭინავამ, რომელიც სტრატეგიული დაგეგმვისა და ანგარიშგების დეპარტამენტის ხელმძღვანელი იყო, თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.
რეორგანიზაციის შედეგად სწორედ ეს დეპარტამენტი გაუქმდა და გათავისუფლდა დეპარტამენტში დასაქმებული ყველა პირი.
ერთ-ერთი სახელმწიფო დაწესებულება, სადაც რეორგანიზაციის შედეგად დასაქმებული პირები გათავისუფლდნენ, არის ცენტრალური საარჩევნო კომისია. 2024 წლის 16 დეკემბერს, ცესკოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე ცესკოში დაიწყო რეორგანიზაცია. მიუხედავად იმისა, რომ რეორგანიზაციის ოფიციალურ მიზეზად დასახელდა სისტემური და ეფექტიანი მმართველობის უზრუნველყოფა, გათავისუფლებული თანამშრომლები მიუთითებენ პოლიტიკურ მოტივებსა და მათი გათავისუფლების კავშირზე ევროინტეგრაციის მხარდამჭერ პოზიციასთან.
გათავისუფლებულთა ნაწილი მიიჩნევს, რომ სამსახურიდან გათავისუფლება მათი ოჯახის წევრების პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირდება, ხოლო მათი ნაწილისთვის დღემდე უცნობია გათავისუფლების რეალური მიზეზი. რეორგანიზაციის შედეგად გათავისუფლებულ პირთა შორის მოხვდნენ ისინიც, ვინც ღიად უჭერდნენ მხარს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს და საჯაროდ დაგმეს სახელმწიფოს მიერ კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ გაკეთებული განცხადებები.
სხვები რეორგანიზაციას უკავშირებენ არა რეალურ საჭიროებებს, არამედ თავმჯდომარის პირად ანგარიშსწორებას 2024 წლის 16 ნოემბერს ცესკოში მომხდარი ფაქტის გამო. როგორც მედიაში გავრცელდა, ცესკოს წევრმა „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობიდან“, დავით კირთაძემ, ცესკოს თავმჯდომარეს სახეზე შავი საღებავი შეასხა. აღსანიშნავია, რომ დავით კირთაძის მეუღლე, სოფიო სიჭინავა, ცესკოში ერთ-ერთი დეპარტამენტის, სტრატეგიული დაგეგმვისა და ანგარიშგების დეპარტამენტის ხელმძღვანელი იყო. სიჭინავამ მომხდარის შემდეგ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. რეორგანიზაციის შედეგად სწორედ ეს დეპარტამენტი გაუქმდა და გათავისუფლდა დეპარტამენტში დასაქმებული ყველა პირი. სტრატეგიული დაგეგმვისა და ანგარიშგების დეპარტამენტის ძირითადი ფუნქცია იყო საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის დაგეგმვისა და ანგარიშგების პროცესის წარმართვა, ასევე ინკლუზიური საარჩევნო გარემოს განვითარება. დეპარტამენტი ამზადებდა ჩატარებული არჩევნებისა და ადმინისტრაციის მიერ განხორიციელებული საქმიანობის შესახებ სხვადასხვა უწყებისთვის, მათ შორის საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენ ანგარიშებს. რეორგანიზაციის შედეგად საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სტრატეგიული დაგეგმვისა და ანგარიშგების დეპარტამენტის დებულება 2025 წლის 20 იანვრიდან ძალადაკარგულად გამოცხადდა. რეორგანიზაციის შედეგად ასევე გათავისუფლდნენ ადამიანური რესურსების მართვისა და შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტის სწავლების მონიტორინგის ჯგუფის ოთხი და შრომის უსაფრთხოების ჯგუფის ერთი წევრი, ასევე თავმჯდომარის ორი მრჩეველი", - წნათქვამია ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების" განცხადებაში.
სამართლიანი არჩევნების" განცხადება დეტალურად ნახეთ აქ.