სცენა ქუჩაში - რეპეტიცია ღია ცის ქვეშ - ხელოვანები დიდი პროტესტისთვის ემზადებიან

23.01.25 17:24
სცენა ქუჩაში - რეპეტიცია ღია ცის ქვეშ - ხელოვანები დიდი პროტესტისთვის ემზადებიან

სცენა ქუჩაში - რეპეტიცია ღია ცის ქვეშ -  მსახიობები საპროტესტო მანიფესტის გასაჯაროებისთვის ემზადებიან. 

ვასო აბაშიძის ახალი თეატრის ეზოში სცენა უკვე მოეწყო. ადგილზე მიტანილია საქართველოს და ევროკავშირის დროშები. სცენის თავზე გადმოფენილია ანდრო ჭიჭინაძის დიდი პლაკატი  სახელწოდებით - "თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს". 

მსახიობებმა ბოლო რეპეტიცია უკვე გაიარეს და საკუთარ მაყურებელთან შესახვედრად ემზადებიან.

"ჩვენ დღეს ვამბობთ, რომ არ დავტოვებთ პატიმრებს მარტო, არ დავტოვებთ ჩვენს ქვეყანს იმ ძალის ხელში, რომელმაც ეს ქვეყანა დაისაკუთრა", - ამბობს რეჟისორი მიშა ჩარკვიანი.

ეს იქნება ყველაზე განსხვავებული საღამო, რადგან დღეს უნდა გახდეს ცნობილი, რას მოიმოქმედებენ  მსახიობები კოლეგის და კიდევ 52 სხვა სინდისის პატიმრის გამოსახსნელად. 

ზუსტად 18:00 საათზე აღმაშენებლის გამზირის N127-ში, "ახალი თეატრის" წინ  ხელოვანები მაყურებლებს თეატრის შენობასთან ელოდებიან. 

დღეს ახალი თეატრის დასი პეტიციასაც შექმნის, თუმცა რა იქნება დოკუმენტის შინაარსი, ამ დროისთვის უცნობია. 

მსგავსი სიახლეები