ანდრო ჭიჭინაძის და მისნაირი უდანაშაულო ადამიანების ციხეში ჯდომა ქვეყნის ჭრილობაა- ნანა ბუთხუზი
ის, რომ დღეს ანდრო ჭიჭინაძე ზის ციხეში, სხვა მისნაირ უდანაშუალო ადამიანებთან ერთად, ეს მხოლოდ მათი ტკივილი არ არის, ეს ქვეყნის ჭრილობაა- ამის შესახებ მსახიობმა, ნანა ბუთხუზმა ხელოვანების საპროტესტიო მანიფესტზე განაცხადა.
მისი თქმით, “ეს ჭრილობა ჩვენს გულზე და იარებზე გადის.“
ანდრო ჭიჭინაძე დღეს ზის ციხეში, სხვა მისნაირ უდანაშუალო ადამიანებთან ერთად, და ეს მხოლოდ მათი ტკივილი არ არის, ეს ქვეყნის ჭრილობაა, ის ჩვენს გულზე, ჩვენს იარებზე გადის,“- თქვა ბუთხუზმა.
ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის დასის გეგმა ცნობილია - ხელოვანები სახალხო მანიფესტის ფარგლებში რეგიონალურ ტურნეს იწყებენ.