ერთად გავიმარჯვებთ- თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტები საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებს ბანერით დახვდნენ
ერთად გავიმარჯვებთ- ამ ბანერით დახვდნენ საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებს თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტები.
სტუდენტები ამბობენ, რომ მათი მთავარი მოთხოვნები უცვლელია: პოლტიკური პატიმრების გათავისუფლება და ხელახალი არჩევნები.
ჩვენ, თეატრალურის სტუდენტები ზუსტად 38 დღეა, რაც აქ ვიმყოფებით და ზუსტად ის მოთხოვნები გვაქვს, რაც საქართველოში ყველას: ხელახალი არჩევნები და უკანონო პატიმრების გათავისუფლება. ძალიან ბევრნი ვართ და ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ“, - ამბობს თეატრალურის სტუდენტი.
აქამდე რუსთაველის გამზირზე ვიდექით, მერე მივხვდით რომ სხვა ადგილზეც საჭირო იყო პროტესტი და თეატრალურუნივერისტეტშჭი გადავინაცვლეთ და იქიდან ვაჟღერებთ ჩვენს ხმას. ერთპბით მივაღწევთ ჩვენს მიზანს, გავაავისუფლებთ პოლიტპატიმრებს და ჩაინიშნება ხელახალი არჩევნები“, - ამბობს კიდევ ერთი სტუდენტი.
საპროტესტო მსვლელობის მონაწილეები უკვე პარლამენტთან არიან. ისინი იქ შეკრებილი აქციის მონაწილეებს შეუერთდნენ.