სტუდენტების დარბევის სპეცოპერაცია თსუ-ში-დაცვის სამსახურმა და უცხო პირებმა უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა შტურმით აიღეს

23.01.25 21:32
სტუდენტების დარბევის სპეცოპერაცია თსუ-ში-დაცვის სამსახურმა და უცხო პირებმა უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა შტურმით აიღეს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ სტუდენტებს კერძო დაცვის ფორმაში გადაცმული “ტიტუშკები“ მიუგზავნა. ძალადობრივი ჯგუფის წევრებმა სტუდენტების მიერ ხელოვნურად აღმართული ბარიკადები ძალის გამოყენებით დაშალეს, შემდეგ ახალგაზრდებს ფიზიკურად გაუსწორდნენ, ბოლოს კი სტუდენტები ძალის გამოყენებით უნივერსიტეტის შენობიდან გააძევეს.

მაისის სტუდენტური მოძრაობის წევრებმა უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრი, სადაც ფინალური გამოცდები ტარდება, გუშინ ღამით დაიკავეს.

ავეჯით ჰქონდათ ბლოკირებული შესასვლელები და არავის უშვებდნენ. რექტორმა ჯაბა სამუშიამ პროტესტის ჩახშობა სპეცოპერაციით სცადა, რადგან პროტესტი უნივერსიტეტებში ხელისუფლებას ყველაზე მეტად აღიაზიანებს. 

ახალგაზრდები ამბობენ, რომ ფინალური გამოცდის ნაცვლად სტუდენტებმა ახლა სხვა გამოცდა უნდა ჩააბარონ, რომელიც ქვეყნის ევროპული მომავლის დაცვაა. მკაფიოდ ამბობენ , რომ მათი წინააღმდეგობა საგანმანათლებლო პროცესს კი არა რეჟიმს ეკუთვნის. როდესაც არალეგიტიმურ ხელისუფლებას მათი თანატოლები ციხეში ჰყავს გამომწყვდეული ჩველ რეჟიმში ვერაფერი გაგრძელდება. 

ვრცლად ნახეთ თეკლა დონაძის რეპორტაჟში.

 

მსგავსი სიახლეები