სამშობლოს და თავისუფლების დაკარგვის შიში ყველაზე დიდი შიშია, რომელიც ამ ბრძოლაში მოტივაციას გვაძლევს - გიორგი გრძელიძე
სამშობლოს და თავისუფლების დაკარგვის შიში ყველაზე დიდი შიშია, რომელიც ამ ბრძოლაში მოტივაციას გვაძლევს - ამის შესახებ მსახიობმა გიორგი გრძელიძემ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.
ხელოვანის თქმით, ეს ქვეყანა არის ქართველი ხალხის საკუთრება და ყველაფერი მოხდება ისე, როგორც მათ სურთ.
“ბრძოლა არ უნდა შევწყვიტოთ“- თქვა მსახიობმა.
საქართველოს კონსტიტუციაში წერია, რომ ხელისუფლების ლეგიტიმაციის წყარო ქართველი ხალხია. ეს წერია იმიტომ, რომ ეს ქვეყანა არის ქართველი ხალხის საკუთრება, ამიტომ ყველაფერი მოხდება ისე, როგორც სურთ მათ და მოხდება აუცილებლად, ქართველი ხალხის გამარჯვებით.
არის ბევრი შიში - იმის შიში, რომ გარეთ გახვალ და დაგიჭერენ, დაგაპატიმრებენ, გცმენ, მაგრამ ეს არაა ყველაზე ტრაგიკული, ყველაზე ტრაგიკული უსამშობლო, თავისუფლება წართმეული ადამიანი. სამშობლოს და თავისუფლების დაკარგვის არის ყველაზე დიდი შიში, რომელიც ამ ბრძოლაში მოტივაციას გვაძლევს და გვიბიძგებს ბრძოლისკენ. ამიტომ ბრძოლა არ უნდა შევწყვიტოთ“, - განაცხადა გრძელიძე.