"ახალი თეატრი" რეგიონებში გადის - რა გეგმები აქვთ ხელოვანებს
რა ძალა აქვს "ახალი თეატრის" მანიფესტს -დათო დოიაშვილი ამბობს, რომ დღეს ვასო აბაშიძის თეატრის წინ იდგნენ ადამიანები, რომლებიც საერთოდ არ დგანან მათ პოზიციაზე, თუმცა დღეს მათთან ერთად იყვნენ.
“ეს ძალა აქვს საპროტესტო მანიფესტს და თეატრს“- ამბობს დოიაშვილი.
მისი თქმით, მას ჰყავს მეგობრები, რომლებიც აბსოლუტურად სხვადასხვა მხარეს დგანან, თუმცა ერთ რამეში თანხმდებიან: ძალადობა არის სისასტიკე და ეს არ შეიძლება მოხდეს.
“მათი მოსვლა ამ მანიფესტის გამარჯვებაა“, - თქვა რეჟისორმა გადაცემა “რეაქციაში“.
აუცილებლად ჩავალთ რეგიონებში, აუცილებლად სპიკერები იქნებიან რეგიონებიდან, აუცილებლად ისე გავაკეთებთ, რომ ჩვენც გავიგოთ რა პრობლემებია, ვილაპარაკოთ ერთ დიდი ტკივილზე და გასაჭირზე. რატომ ვართ გარეთ გამოსულები? როცა არჩევანს არ გიტოვებენ, ერთადერთი არის ის, რომ გავერთიანდეთ და ერთიანად შევცვალოთ. ხალხი ცვლილებებისთვის არის გამოსული და ის, გინდათ თუ არ გინდათ, აცუილებლად დადგება“, -განაცხადა დათო დოიაშვილმა.