როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში 24 იანვარს
დღეს, 24 იანვარს, საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატებაა მოსალოდნელი.
Meteo.gov.ge-ის ცნობით, დასავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს. მთიან რაიონებში ზოგან შესაძლებელია მცირე ნალექი. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში დღისით +10, +15°; მთაში დღისით +5, +10°; მაღალმთაში დღისით +2, +7°.
აღმოსავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს. მთიან რაიონებში ზოგან შესაძლებელია მცირე ნალექი. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში დღისით +8, +13°; მთაში დღისით +4, +9°; მაღალმთაში დღისით +1, +6°.