უკანონო და კუსტარული რემონტი - წვერის წმინდა გიორგის ეკლესია ცემენტით გალესეს

12.09.21 15:25
უკანონო და კუსტარული რემონტი - წვერის წმინდა გიორგის ეკლესია ცემენტით გალესეს

წვერის წმინდა გიორგი სახელობის ეკლესიას ისტორიული იერსახე შეუცვალეს და კუსტარულად გაარემონტეს. უკანონო სამუშაოების შედეგად ტაძარი მთლიანად დაცემენტებულია და განადგურებულია უძველესი ფასადი.

დეკანოზ ილია ჭიღლაძე ფაქტზე სასწრაფო რეაგირებას მანგლისისა და თეთრიწყაროს  მიტროპოლიტ ანანიას, ასევე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს სთხოვს .

გარეთა ფასადები ახლიდან  იქნა  ცემენტით გალესილი და შეთეთრებული, დააფარეს ახალი წითელი თუნუქის სახურავი, რომელიც უფრო ჯიხურებს მოუხდება, ვიდრე ეკლესიას, სახეზე გვაქვს ისტორიული ძეგლის მძიმე დაზიანება", - ამბობს ჭიღლაძე.

 

მსგავსი სიახლეები