აქცია ბობოყვათში - მოსახლეობა მიწების დაკანონებას ითხოვს
ბობოყვათის მოსახლეობამ პროტესტი განაახლა. 150 ოჯახი ქობულეთში, ბობოყვათის ტერიტორიაზე, ზღვასთან ახლოს მდებარე დაახლოებით 30-ჰექტარამდე მიწის ფართობის საკუთრებაში გადაცემას ითხოვს. მათი მტკიცებით, არქივში დაცული დოკუმენტებით დგინდება, რომ ეს მიწა მათ წინაპრებს ეკუთვნოდა, რომლებსაც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით იყენებდნენ.
ტერიტორია აჭარის ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა. მიწის გასხვისებაზე გამოცხადებული აუქციონი ერთხელ უკვე ჩაიშალა. მოსახლეობა რამდენჯერმე შეხვდა სამინისტროს წარმომადგენლებს, ეკონომიკის მინისტრსაც, თუმცა მათ შორის შეთანხმება ვერ შედგა.