დარღვევები სამოქალაქო აქტივისტების საქმეებში - "სასამართლო გუშაგი" კვლევას აქვეყნებს

24.01.25 12:15
დარღვევები სამოქალაქო აქტივისტების საქმეებში - "სასამართლო გუშაგი" კვლევას აქვეყნებს

სამოქალაქო აქტივისტების საქმეებში დარღვევებია აღმოჩენილი. კვლევას სასამართლო პროცესები მონიტორინგზე "სამართლო გუშაგი" აქვეყნებს.

ირკვევა, რომ დაკავებულების საქმეებში ერთი და იგივე პოლიციელები ფიგურირებენ, რომლებიც სასამრთლოს დარბაზებში მოსამართლეებს იდენტურ ჩვენებებს აძლევენ. არ არსებობს კამერების ჩანაწერები და სამხილები. ხშირად პოლიციელებს მხოლოდ სიტყვაზე ენოდებიან და ამ ფორმით სჯიან ანტირუსული აქციების მონაწილეებს. მოსამართლეები უგულებელყოფენ დაკავებულების ჩვენენებს, რომლებიც ფიზიკურ დაზიანებებზე მიუთითებენ. ასევე, ხშირია შემთხვევები, როდესაც დაცვის მხარე ვიდემტკიცებულებებს წარადგენს, რომელიც ცხადყოფს, რომ აქტივისტებს დანაშაული არ ჩაუდენიათ, თუმცა ამის მიუხედავად, სასამართლო გადაწყვეტილებას მაინც მათ წინააღმდეგ იღებს.

გავლენიან ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია სასამარათლო კლანმა სადამსჯელო რაზმად აქცია.

სასამართლო, რა თქმა უნდა, იზიარებს პოლიტიკური ხელისუფლების ინტერესებს, როგორც წესი. ჩვენ ვხედავთ, რომ უმეტეს შემთხვევაში არის წინააღმდეგობა მოწმეთა ჩვენებებს შორის, არის წინააღმდეგობა იმ მტკიცებულებებს შორის, რომელსაც წარმოადგენს ხოლმე შსს-ს წარმომადგენელი პროცესზე და მაინც, მიუხედავად ამ ყველაფრისა, მოსამართლეს გამოაქვს ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც არ შეესაბამება სამართლიანობის სტანდარტებს და რომელიც, როგორც წესი, არის ხოლმე სახელმწიფოს მხარეს, - ამბობს ნაზი ჯანეზაშვილი. 

სასამართლოს უსამართლო გადაწყვეტილებებზე საუბრობს საიას ხელმძღვანელი ნონა ქურდოვანიძეც.  

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვა აჩვენებს და აგრძელებს იმ პრაქტიკას, როდესაც სასამართლო, ფაქტობრივად, იზიარებს ყველა იმ მტკიცებულებას, რომელიც შსს-ს წარმომადგენლების მხრიდან არის ხოლმე მიტანილი პროცესზე და არ ითვალისწინებს იმ სტანდარტებს, როგორც უნდა ხდებოდეს ამ ტიპის საქმეების განხილვა. ეს პროცესები დგას ძირითადად ამ დაშვებაზე, რომ „პოლიციელი არ მოიტყუება“ მაშინ, როდესაც საქმეში არსებული გარემოებები, მათ შორის, მტკიცებულებები, საპირისპიროზე მეტყველებს, - ამბობს ნონა ქურდოვანიძე. 

აქტივისტების პროცესები სასამართლოში ყოველდღიურ რეჟიმში იმართება. ამის მიუხედავად, ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, როდესაც  გომელაურის რაზმის წევრი დაეკავებინათ იმის გამო, რომ ისინი აქციის მონაწილეებს უმძიმეს დაზიანებებს აყენებდნენ. 

მსგავსი სიახლეები