სოლიდარობის აქცია თბილისის მერიასთან - მოქალაქეები საჯარო მოხელეების მხარდასაჭერად იკრიბებიან
თბილისის მერიასთან სოლიდარობის აქცია იმართება - კახი კალაძის სამსახურთან იმ საჯარო მოხელეების მხარდამჭერები იკრიბებიან, რომლებმაც რეჟიმის პირობებში რეპრესიები საკუთარ თავზე გამოსცადეს.
ადგილზე შეკრებილი მოქალაქეები "პირველებთან" აცხადებენ, რომ საჯარო მოხელეებთან ერთად იბრძოლებენ და ივანიშვილის რეჟიმს მათი დაჩაგვრის საშუალებას არ მისცემენ.
ამ ადამიანებზე მიმდინარეობს ტერორი. მათ აშინებენ რეორგანიზაციით, სამსახურიდან გათავისუფლებით. ეს არის კალაძის სამარცხვინო პასუხი ჩვენი ქვეყნის ღირსეული საჯარო სექტორის მიმართ. მოვედით იმისთვის, რომ კალაძეს და ყველას სხვასაც გავაგონოთ ჩვენი ხმა. ჩვენ ვართ მათ გვერდით, ვუცხადებთ სოლიდარობას და ვიბრძოლებთ მათთან ერთად", - ამბობს საბა ბუაძე.