გიორგი ოკმელაშვილის საქმეზე გადაწყვეტილების გამოცხადება გადაიდო

24.01.25 14:45
გიორგი ოკმელაშვილის საქმეზე გადაწყვეტილების გამოცხადება გადაიდო

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული გიორგი ოკმელაშვილის საქმეზე გადაწყვეტილების გამოცხადება გადაიდო. 

მოსამართლის გადაწყვეტილებით, დღეს ის არც ბრალდებულის სიტყვას მოისმენს, რაც იმას ნიშნავს, რომ გადაწყვეტილების გამოცხადებამდე, კიდევ ერთი პროცესი გაიმართება.

ადვოკატი ამბობს, რომ დღევანდელ პროცესზე მხარეები რეპლიკებს იტყვიან. მისივე თქმით, საბოლოო სიტყვიტას წარმოთქვამს თავად ბრალდებულიც. 

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მხარეები ვიტყვით რეპლიკებს სასამართლოს წინაშე. რეპლიკა არის ერთგვარი პასუხი დასკვნით სიტყვაზე. შემდეგ გიორგი იტყვის თავის საბოლოო სიტყვას, თავის დამოკიდებულებას კიდევ ერთხელ გააჟღერებს სასამართლო დარბაზში ფაქტობრივ მოცემულობასთან დაკავშირებით და იურიდიულ ნაწილთან მიმართებით და შემდეგ ჩვენ ველოდებით სასამართლოს გადაწყვეტილებას, თუმცა, როგორც იცით, ჩვენ არ გვაქვს მოლოდინი იმის, რომ სასამართლო დაადგენს სამართლიან განაჩენს აღნიშნულ საქმეზე გამომდინარე იქიდან, რომ სასამართლომ არაერთი გადადების და საქმეში ჩარევის შედეგად, ფაქტობრივად, გამოხატა აზრი, წინსწრებად მიგვანიშნა იმაზე, რომ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას აპირებს, ამიტომ სხვა მოლოდინი არ გვაქვს ამ შემთხვევაში, - ამბობს ადვოკატი. 

სარეკლამო კომპანია "ლიმონის" დამფუძნებელი, გიორგი ოკმელაშვილი 2024 წლის წლის 15 მაისს დააკავეს. ოკმელაშვილს პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. 

მსგავსი სიახლეები