ხმაური ზღვის უბანში - დევნილებს მუნიციპალურ მიწაზე აშენებული სახლები დაუნგრიეს

24.01.25 15:29
ხმაური ზღვის უბანში - დევნილებს მუნიციპალურ მიწაზე აშენებული სახლები დაუნგრიეს

ხმაური და დაპირისპირება ზღვის უბანში - თბილისში უსახლკარო მოქალაქეებს მუნიციპალურ მიწაზე აშენებული ოთახები დაუნგრიეს. დილიდან მერიამ სიმწრით აშენებულ სახლებს ტრაქტორები მიაყენა.

მოქალაქეები ამბობენ, რომ მერმა ისინი ღია ცის ქვეშ დატოვა, რადგან სხვა საცხოვრებელი მათ, უბრალოდ, არ აქვთ. 

მოვიდნენ, პირდაპირ გამოგვაგდეს სახლიდან და ტრაქტორები შეუშვეს, - ამბობს მოქალაქე. 

დილით ადრე მამაჩემმა, რა ხდება, ლევანიო და რომ გავიხედე, გვერდით სახლს ანგრევდნენ. მოვიდნენ ჩვენთანაც და გამოგვყარეს, ჩუსტებიც არ მეცვა, - ამბობს ადგილობრივი. 

აღსანიშნავია, რომ იმ ფონზე, როდესაც კალაძე უსახლკარო ადამიანებს ქუცაშ ცხოვრებისთვის სწირავს, მაღალჩინოსნების იგივე ქმედებებზე არ რეაგირებს. ამ დრომდე დგას და არავინ შეხებია აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის სახლს წყნეთში, რომელიც მერიის კუთვნილ მიწაზე აიშენა ლევან მგალობლიშვილმა. ასევე ამ დრომდე დგას და არავინ შეხებია საპატრიარქოს გავლენიანი მღვდლის, ანდრია ჯაღმაიძის სახლს, რომელიც მუნიციპალურ მიწაზე უკანონოდ აიშენა.

მსგავსი სიახლეები