მოქალაქეებმა საფრანგეთის საელჩოსთან წერილები მიიტანეს - ისინი ივანიშვილის დასანქცირებას ითხოვენ
ევროპული მომავლის მცველების ხელმოწერებით სავსე წერილი მოქალაქეებმა საფრანგეთის საელჩოსთან მიიტანეს - პროტესტის ავანგარდში მოქცეული ადამიანები ითხოვენ, რომ ოფიციალურმა პარიზმა ორმაგი მოქალაქეობის მქონე ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესოს და "ქართულ ოცნებაზე" წნეხი გააძლიეროს.
საფრანგეთის საელჩოსთან შეკრებილები გეგმავენ, რომ მსვლელობით ბრიტანეთის საელჩოსთანაც გადაინაცვლონ და დიპლომატიურ უწყებას ამავე შინაარსის წერილი დაუტოვონ.
საქართველოს მოქალაქეების სახელით დღეს ორ საელჩოს მივმართავთ, ერთი საფრანგეთის, მეორე ბრიტანეთის არის. ამას გავაგრძელებთ სხვა საელჩოებთან, იმისათვის, რომ საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით აქტიური რეაგირება დაიწყოს. ადამიანის უფლებების დარღვევისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები წარმოუდგენელია, რომ მხოლოდ შიდა პრობლემად დარჩეს", - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.