პროტესტის ხმა ტრანსპორტში - შსს-მ გამოძიება დაიწყო

24.01.25 16:01
პროტესტის ხმა ტრანსპორტში - შსს-მ გამოძიება დაიწყო

"რადიო თავისუფლების" ინფორმაციით, თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში, საპროტესტო აუდიოჩანაწერების ჩართვის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსით დაიწყო.

უწყების პრესსამსახურში "რადიო თავისუფლებას" უთხრეს, რომ გამოძიება დაიწყეს „კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის“ (284-ე) მუხლით, რომლის მიხედვითაც, „კრიტიკულ ინფორმაციულ სისტემაში უნებართვო შეღწევა“ სამიდან ექვს წლამდე პატიმრობით ისჯება.

შეგახსენებთ, რომ თბილისის ავტობუსებში საპროტესტო ხმები ისმის. საზოგადოებრივი ტრანსპორტის მგზავრებს დილიდან უწყვეტი პროტესტის სიმბოლოდ ქცეული სიმღერა ესმით.

ავტოტრანსპორტში საქართველოს ეროვნული ჰიმნი, ოლიგარქის წინასაარჩევნო დაპირებების ნაწილი და "ოცნების" წევრების მიერ პარლამენტში გაკეთებული უხამსი განცხადებებიც ისმის.

სავარაუდოდ, ამ ხმებს ავტოტრანსპორტში დამონტაჟებული საბარათე აპარატები გამოსცემენ.

მსგავსი სიახლეები